ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პიანისტ თედო დიაკონიძის კონცერტი

ღონისძიებები

16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის დოქტორანტ-აბიტურის, თედო დიაკონიძის კონცერტი. პროგრამაშია მოცარტის, ბეთჰოვენის, სკრიაბინისა და მუსორგსკის საფორტეპიანო ნაწარმოებები.

თედო დიაკონიძემ დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ე.წ. ნიჭიერთა ათწლედი, სადაც ის პედაგოგ ნინო მამრაძესთან სწავლობდა. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატში, პედაგოგ ლალი სანიკიძის კლასში. 2018 წელს დაამთავრა მაგისტრატურა ციურიხის (შვეიცარია) ხელოვნების უნივერსიტეტში, პროფესორ ჰანს-იურგენ შტრუბთან.

თედო საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატია. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურ-დოქტორანტია (ხელმძღვანელი – პროფესორი ნინო მამრაძე).

 

დრო: 16 მაისი, 19: 00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები