ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პიანისტ ბადი ანთაძის კონცერტი

ღონისძიებები

17 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტის, ბადი ანთაძის კონცერტი. პროგრამაშია ბახის, მოცარტის, შოპენის, დებიუსის, რახმანინოვის, შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.

ბადი ანთაძე დაიბადა 1994 წელს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ე. წ. ნიჭიერთა ათწლედში, პედაგოგ მანანა ბარათაშვილის საფორტეპიანო კლასში.

2005 წელს ბადი რომის მუსიკალური კონკურსის "Harmoniae"-ს გამარჯვებული გახდა.

2015 წელს სწავლა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე განაგრძო.

2019 წელს ბადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტი გახდა, სადაც ის ამჟამად პროფესორ ნინო მამრაძის საფორტეპიანო ხელოვნების კლასში სწავლობს.

 

დრო: 17 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები