ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის კონკურსის პრეზენტაცია

ღონისძიებები

2 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B102 აუდიტორიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები ჩაატარებენ პრეზენტაციას მათი სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 ნოემბერს გამოაცხადა ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსები, რომელში მონაწილეობაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. კონკურსის გამარჯვებულები ფოტო- და ვიდეოკამერებით, ასევე პლანშეტებითა და სმარტფონებით დასაჩუქრდებიან.

პრეზენტაციის ორგანიზატორები ისაუბრებენ კონკურსში მონაწილეობის მიღების და ნამუშევრების წარდგენის შესახებ, ასევე, იმის შესახებ, თუ რა არის პერსონალური მონაცემები და რატომ უნდა დავიცვათ ის. პრეზენტაციის დასასრულს, უპასუხებენ სტუდენტთა შეკითხვებს.

დრო: 2 დეკემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B102 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები