ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პათოგენების კვლევებისა და განათლების ცენტრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

15 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, გაიმართება ილიაუნის პათოგენების კვლევებისა და განათლების ცენტრის პრეზენტაცია.

2014 წელს აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global),  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ უნივერსიტეტებისათვის გამოცხადებული იქნა  ერთობლივი კონკურსი - „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა”. კონკურსის გამარჯვებულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი - „საქართველოს პათოგენების მოლეკულურ ბიოლოგიური შესწავლები“ - გამოცხადდა.

აღნიშნული ცენტრის მთავარი მიზანია პათოგენების სფეროში კვლევებისა და განათლების პროცესების ერთდროული ჰარმონიული განვითარება. ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბება  უკვე დამთავრებულია და წარმოდგენილია საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცისათვის უნიკალური ნანო მაღალი წნევის ქრომატოგრაფიული სისტემისა და იონ-ტრაპ მასს-სპექტრომეტრიული სისტემის ტანდემით და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფით, ბიოუსაფრთხოების მეორე დონის კაბინეტით და მოლეკულური ბიოლოგიის კვლევების სხვა ხელსაწყოებით. ”პათოგენების კვლევებისა და განათლების ცენტრი” ფუნქციონირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთ ძლიერ კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენს.

პრეზენტაციის დრო: 15 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები