ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პასკალის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება

ღონისძიებები

27 დეკემბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

პასკალის პრემიის 2016 წლის ლაურეატები არიან: შალვა ბარჯაძე, გიორგი ჩალაძე, დავით ქურიძე და ლაშა სუხიშვილი.

შალვა ბარჯაძე - დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი

  • სტატია 2: Aphis Linnaeus (Hemiptera, Aphididae)-ის ახალი სახეობა მცხოვრები  Teucriumpolium L. (Lamiaceae)-ზე“ / A new species of Aphis Linnaeus (Hemiptera, Aphididae) living on Teucrium polium L. (Lamiaceae)
    გამოქვეყნდა: 2015 წელს სამეცნიერო ჟურნალში Zootaxa 4057 (2): 248-256

გიორგი ჩალაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი

  • სტატია: ჰომოსექსუალობის სტაბილურობა კაცებში შესაძლოა აიხსნას ჰეტეროსექსუალი მატარებლებით: X-შეჭიდული დამემკვიდრების, ინდივიდებზე დაფუძნებული სიმულაცია“ / HETEROSEXUAL MALE CARRIERS COULD EXPLAIN PERSISTENCE OF HOMOSEXUALITY IN MEN: INDIVIDUAL-BASED SIMULATIONS OF AN X-LINKED INHERITANCE MODEL
    გამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Archives Of Sexual Behavior, 45(7), 1705-1711. doi:10.1007/s10508-0160742-2

დავით ქურიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი 

  • სტატია 1: „წყალბადის (Hα) ხაზის პროფილის ასიმეტრიები და ანთებული ქრომოსფეროს სიჩქარეები“ / Hα LINE PROFILE ASYMMETRIES AND THE CHROMOSPHERIC FLARE VELOCITY FIELD
    გამოქვეყნდა: 2015 წელს Astrophisical Journal-ში
  • სტატია 2: „კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობები მზის ქრომოსფერულ დინებებში: თეორია და დაკვირვებები“/ KELVIN-HELMOLTZ INSTABILITY IN SOLAR CHROMOSPHERIC JETS: THEORY AND OBSERVATION
    გამოქვეყნდა: 2016 წელს Astrophisical Journal-ში

ლაშა სუხიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი

პასკალის პრემიის შესახებ

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას, ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია - ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა  3 000 ლარია.

პრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც აქვს სტატიის სახე. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.

პროექტის პარტნიორია „ბაზისბანკი“.

პასკალის პრემიის შესახებ დამატებით იხილეთ აქ.

2016 წლის გამარჯვებულთა შესახებ დამატებით იხილეთ აქ.

დაჯილდოების დრო: 27 დეკემბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

 

ბანერები