ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Pardee Rand Graduate სკოლის PhD აკადემიური ხარისხი

ღონისძიებები

პირველად საქართველოში, პოლიტიკის ანალიზის Pardee Rand Graduate სკოლა აცხადებს მიღებას პოლიტიკის ანალიზის სადოქტორო პროგრამაზე
Pardee Rand Graduate სკოლა უნიკალურია ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაში. იგი არის ამერიკაში   საჯარო პლიტიკის ანალიზის უდიდესი და ერთადერთი სადოქტორო პროგრამა, რომელიც  შექმნილია დამოუკიდებელი  საჯარო პოლიტიკის კვლევის ორგანიზაციის- რანდ კორპორაციის ბაზაზე. პროგრამის აკადემიური პერსონალის უმრავლესობა  RAND კორპორაციის წევრია და სტუდენტებს სწავლის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს, პროგრამის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მსოფლიოში აღიარებულ პოლიტიკის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებს. 

Pardee Rand-ი სადოქტორო პროგრამის ყველა სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას, რომელიც ფარავს საგანმანათლებლო ხარჯებსა და მათ კვლევით პროექტებში ჩართვის  ხარჯებს.  პროგრამის ფარგლებში  სტუდენტები მონაწილეობენ  კვლევით პროექტებში, რაც მათთვის წარმოადგენს სამუშაო პრაქტიკას.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ დაესწრონ ჩვენს პრეზენტაციას.

22 მაისი 19:00სთ. ოთახი E 406
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: kh.dekanoidze@tcpa.ge

ბანერები