ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პანელური დისკუსია „საქართველო ევროპაში, ევროპა საქართველოში”

ღონისძიებები

2018 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტარტუს უნივერსიტეტი ჟან მონეს ,,ევროპათმცოდნეობის განვითარება კავკასიის რეგიონში“ ქსელის ფარგლებში გამართავენ დისკუსიას თემაზე: ,,საქართველო ევროპაში, ევროპა საქართველოში“.

ღონისძიებაზე განიხილება ბოლო პერიოდის ორი პროექტი – ჟურნალის ,,რეგიონი: რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული კვლევები” (“Region: Regional Studies of Russia, Eastern Europe and Central Asia”) სპეციალური გამოცემა (Slavica Publishers, ინდიანას უნივერსიტეტი, აშშ) და კავკასიაში ევროპული კვლევების ასოციაციის მიერ დაგეგმილი წელიწდეული (IbidemVerlag, გერმანია).

დისკუსიის ძირითადი თემაა რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის პირობებში საქართველოს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა განზომილება და ქვეყნის შიგნით რეფორმების ჩატარებისას ევროპული გამოცდილების გამოყენების გზები.

მოდერატორი და თავმჯდომარე: ოლგა ბოგდანოვა (ტარტუს უნივერსიტეტი)

პანელის მონაწილეები და ავტორები: მიხეილ შავთვალაძე (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ოლგა დოროხინა (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), გივი გიგიტაშვილი (საერთაშორისო განვითარების განყოფილება, ვარშავა), ანდრეი მაკარიჩევი (ტარტუს უნივერსიტეტი)

დისკუსანტი: ოლივერ რაისნერი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დრო: 24 ოქტომბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები