ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პანელური დისკუსია: „გამჭვირვალება თუ სიმულაკრი"

ღონისძიებები

1-ლ ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის (TIFL) ფარგლებში, გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: გამჭვირვალება თუ სიმულაკრი - როგორ ასახავს ამ გაორებას ლიტერატურა

დისკუსიას გაუძღვებიან:

რიჩარდ ბერენგარტენი - ცნობილი ინგლისელი პოეტი. სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას და ლინგვისტიკას კემბრიჯში (1961) და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში (1977). 1975 წელს დააარსა კემბრიჯის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ტარდებოდა. გამოცემული აქვს რვა პოეტური კრებული, მათ შორის: „მენეჯერი“ (2001); „ლურჯი პეპელა“ (2006); „ბალკანეთის შუქის ქვეშ“ (2008); „მაჩვენებელი“ (2014); Notness (2015); და „ცვლილება. პოეტური მოწიწება იინგის მიმართ“ (2016). 

ვოლია ჰაპეევა - ბელარუსი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და ლინგვისტი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, მაკედონიურ, ჩეხურ, ლიტვურ და ლატვიურ ენებზე. მისი საქმიანობა მოიცავს ლიტერატურულ თარგმანებს (ინგლისურიდან, გერმანულიდან, იაპონურიდან, ჩინურიდან, ლატვიურიდან), კულტურასა და ლიტერატურაში გენდერული პრობლემატიკის შესწავლას, კვლევას კომპარატიული ლინგვისტიკის, ენის ფილოსოფიისა და სხეულის სოციოლოგიის დარგებში. არის ბელარუსის პენცენტრისა და ბელარუს მწერალთა კავშირის წევრი.

იარომირ ტიპლტი - ჩეხი პოეტი, პერფორმერი, ესეისტი და ხელოვნებათმცოდნე. დაიბადა 1973 წელს. ფილოსოფია და ჩეხური ლიტერატურა შეისწავლა ჩარლზის უნივერსიტეტში. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ჩეხურ სიურრეალისტურ პოეზიაში. ტიპლტი ჩეხეთის ლიტერატურულ სცენაზე პირველად 1990 წელს გამოჩნდა და 1994 წელს ჟირი ორტენის ჯილდო მიიღო. 2000 წლიდან ტიპლტი ლიტერატურას გასცდა და დაიწყო წარმოდგენების გამართვა, მუშაობა მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში. იგი პერფორმანსებში ხმოვან გაფორმებასა და ფოტოგრაფიას მიმართავს. 2009 წლიდან ტიპლტი ხშირად მუშაობდა კომპოზიტორ მიშალ რატაისთან ერთად, მათმა ნამუშევრებმა თავი მოიყარა პროექტში „ჩხაპნიები“ (2014). შედეგად გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის „ტვინისმჭყლეტავები“ (2002). ტიპლტს ფოტოგრაფ ვიქტორ კოპასზთან ეკუთვნის ექსპერიმენტული ფოტოპროექტი „ტყვეობა“ (2001) და მოკლე ფილმი - სამგანზომილებიანი პოემა „ვენახი“ (2012).

დითი რონენი - პოპულარული ებრაელი პოეტი, ესეისტი და ლიტერატურული რედაქტორი. გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული. მისი ლექსები ითარგმნება სხვადასხვა ენაზე და შესულია სხვადასხვა პოეტურ ანთოლოგიაში. პოეტი მონაწილეობს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში, მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო პრიზი, პრემია, ჯილდო და სტიპენდია, მათ შორის: „ტერა პოეტიკას“ პრიზი, პრიზი საუკეთესო პოეტური ციკლისთვის, ნაციონალური პრემიები და ა.შ. 2016 წელს გამოცემულმა ბოლო კრებულმა დაიმსახურა კუგელის ლიტერატურული პრიზი, ხოლო ამ წიგნის ფრანგული თარგმანი საფრანგეთში გამომცემლობამ "Levant" გამოსცა. 

დისკუსიისოდერატორი შოთა პაპავა - რამდენიმე უნივერსიტეტის, მათ შორის, ბერკლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების მიწვეული ლექტორი. არის ილიაუნის ინგლისურენოვანი ჟურნალის - „იდენტობის კვლევები“ - რედაქტორი. სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ფილოსოფიას ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სლავურ ლიტერატურას კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში, სადაც მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე.

დისკუსიის ენა: ინგლისური/ქართული

დრო: 1-ლი ივნისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები