ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პანელური დისკუსია „ფიქრი, საუბარი და წერა ზეწოლის ქვეშ – აკადემიური თავისუფლება“

ღონისძიებები

12 ივნისს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება პანელური დისკუსია სიტყვის თავისუფლების შესახებ „ფიქრი, საუბარი და წერა ზეწოლის ქვეშ – აკადემიური თავისუფლება“.

მთელ ევროპაში ირღვევა ფუნდამენტური დემოკრატიული თავისუფლებები, გამონაკლისს არც აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს – იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზეწოლა, სტრუქტურული რეფორმები თუ „გამოსადეგი ცოდნის“ უპირატესობა „კრიტიკულ აზროვნებაზე“, სკოლები და უნივერსიტეტები თავდასხმის ობიექტები არიან. ქართველი და საერთაშორისო მეცნიერები იმსჯელებენ მიმდინარე საფრთხეებსა და მათ ისტორიულ წინაპირობებზე. არსებობს თუ არა აკადემიური და საგანმანათლებლო სისტემის დაცვის სტრატეგიები?

მოდერატორი  ფოლკერ ვაიქსელი (ჟურნალ Osteuropa-ის რედაქტორი, გერმანია)

მომხსენებლები:

გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი, საქართველო)
დუბრავკა სტოიანოვიჩი  (ბელგრადის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი, სერბეთი)

ჟოფია ბანი  (მწერალი, მოჰოლი-ნაგის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის ვიზუალური კულტურის კვლევების ასოცირებული პროფესორი, უნგრეთი)

დეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 12 ივნისი, 15.30-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები