ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პანელური დისკუსია - ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პრობლემების ანალიზი

ღონისძიებები

18 სექტემბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, გაიმართება პანელური დისკუსია - ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პრობლემების ანალიზი.
დისკუსიის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე აქტუალურ პრობლემებს განიხილავენ.
განხილვის ამოცანაა, მოხდეს საქართველოს ენერგეტიკის სხვადასხვა სფეროს სუსტი და ძლიერი მხარეების, საფრთხეებისა და აუთვისებელი შესაძლებლობების წარმოჩენა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ამ სექტორის მესვეურების, ასევე საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.
განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები, რომლებიც წარმოაჩენენ ენერგეტიკული თემების გავლენას ქვეყნის ეკონომიკის, გარემოს, სოციალური განვითარების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებელი დემოკრატიული განვითარების საკითხებზე.
განხილული თემები დაჯამდება და ხელმისაწვდომი გახდება მედიისათვის, პოლიტიკოსების და საზოგადოებისათვის, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, კვალიფიციური კითხვების დასმით ხელი შეუწყონ რაციონალურ მსჯელობასა და დებატებს წინასაარჩევნო პერიოდში.
ღონისძიებას ატარებს ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“, ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

დრო: 18 სექტემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი, ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები