ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პანელური დისკუსია „აუტიზმის სერვისების გამოწვევები საქართველოში“

ღონისძიებები

5 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსია თემაზე: „აუტიზმის სერვისების გამოწვევები საქართველოში“.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

თინათინ ჭინჭარაული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 

თამარ გაგოშიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი; 

მარი კორკოტაძე – უფლებადამცველი, აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი; 

რუსუდან ბოჭორიშვილი – „პირველი ნაბიჯი – საქართველო", ადრეული ჩარევის კოალიციის თავჯდომარე; 

მაია გაბუნია მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი;

მარიკა ზაქარეიშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსი.


დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ცინცაძე.

შეხვედრა განკუთვნილია აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისა და აუტიზმის საკითხით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

 

დრო: 5 აპრილი,13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები