ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პალეოურბანისტული კვლევების ცენტრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

22 თებერვალს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეოურბანისტული კვლევების ცენტრი წარადგენს კვლევითი საქმიანობისა და ექსპედიციების ანგარიშებს.

მომხსენებლები იქნებიან როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე მოწვეული სპეციალისტები. მოხსენებები შეეხება ქალაქ ფაზისის ლოკალიზაციას და უცნობ სამხედრო ბანაკს სოფელ კორცხელში, ასევე ჯავახეთის სოფელ კოთელიას და მისი მიდამოების სადაზვერვო მონაცემებს, ქალაქ აიას ლოკალიზაციის საკითხებს და სხვა.

ბანერები