ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პაკო (ამირან) სვიმონიშვილის ლექსების კრებულის უკრაინული თარგმანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

30 ნოემბერს, ორშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" გაიმართება პაკო (ამირან) სვიმონიშვილის უკრაინულად თარგმნილი ლექსების კრებულის - "ირმის ნახტომის" პრეზენტაცია. ლექსები თარგმნა უკრაინელმა პოეტმა, ნატალია ტროხიმმა. 
პაკო სვიმონიშვილის ლექსებს ქართულად წაიკითხავენ პოეტები: გაგა ნახუცრიშვილი, დავით რობაქიძე, ცირა ბარბაქაძე, ნიკა ჯორჯანელი, გიორგი ლობჟანიძე, შოთა იათაშვილი და სხვები. პრეზენტაციაზე სკაიპით ჩაერთვება პოეტი და მთარგმნელი ნატალია ტროხიმი.

დრო: 30 ნოემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები