ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ოთარ ქაჯაიას 90 წლის იუბილე

ღონისძიებები

ოთარ ქაჯაიას 90 წლის იუბილე

29 მაისს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო პროფესორის, ოთარ ქაჯაიას, 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.  

ოთარ ქაჯაიას შესახებ

ოთარ ქაჯაია დაიბადა 1923 წლის 29 ივლისს, მარტვილის რაიონის სოფ. ბანძაში.
სწავლობდა თსუ-ში, იყო გიორგი ახვლედიანის, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას მოწაფე და აკაკი შანიძის  ასპირანტი. 1971 წლიდან მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში.

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.
კვლევის ძირითადი სფერო: არასამწერლობო ქართველური ენების, მეგრულის დოკუმენტირება/კვლევა, ორენოვანი ლექსიკონების შედგენა.
2001 წელს Reichert-Verlag Wiesbaden-მა, სერიით - Kaukasienstudien, გამოსცა ოთარ ქაჯაიასა და ჰაინც ფენრიხის ერთობლივი ლექსიკონი - Mingrelisch-Georgisches Wörterbuch.

2002-2009 წლებში ოთარ ქაჯაიამ გამოსცა მეგრულ-ქართული ლექსიკონის ოთხტომეული, 2013 წელს კი - ცნობილ ქართველოლოგთან, გიორგი კლიმოვთან, ერთად - მეგრულ-რუსულ ქართული ლექსიკონი. 

დრო: 29 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები