ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ოსიპ მანდელშტამის დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი საღამო

ღონისძიებები

15 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი“, გაიმართება XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის, ოსიპ მანდელშტამის, დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი საღამო. ტრაგიკული ბედით გამორჩეული დიდოსტატის შემოქმედებას, ბუნებრივია, საქართველოშიც ჰყავს დამფასებელნი და მკვლევარნი.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა აბზიანიძე ისაუბრებს მანდელშტამის მნიშვნელობაზე XX საუკუნის მსოფლიო პოეზიაში;
ისტორიის დოქტორი, პროფესორი გია ჯოხაძე გაგაცნობთ ერთ თავს წიგნიდან: ,,ოსიპ მანდელშტამი: ცხოვრება, როგორც სიკვდილი“ და წაიკითხავს მანდელშტამის პოეტური ტექსტების მისეულ თარგმანებს;
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ ლომიძე წარმოგიდგენთ მანდელშტამის სტატიის - ,,ცოტა რამ ქართულ ხელოვნებაზე“ - მისეულ თარგმანს და მიმოიხილავს პოეტის შეხედულებებს ქართული კულტურის შესახებ;

საღამოზე მიწვეული ქართველი პოეტები წაიკითხავენ ოსიპ მანდელშტამის ლექსების თარგმანებს.

დრო: 15 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ,,ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები