ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"ორმაგი ავტოგრაფი" - თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის ალბომის პრეზენტაცია

ღონისძიებები

12 დეკემბერს, შაბათს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" გაიმართება  თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის ალბომის - "ორმაგი ავტოგრაფი" - პრეზენტაცია.

ალბომი უნიკალურია იმ მხრივ, რომ მოიცავს 21-ე საუკუნის ყველა თაობის წარმომადგენელს (103 ავტორი). Kikala Studio-მ  შექმნა ამ ავტორთა ფოტო-პორტრეტები, ლექსები კი წარმოდგენილია ხელნაწერების  (ფოტოპირების) სახით.

„ორმაგ ავოტოგრაფს“ წარადგენენ პროფესორები: ცირა ბარბაქაძე, ბელა წიფურია, გია ჯოხაძე, კონსტანტინე ბრეგაძე; მწერალი ნატო დავითაშვილი და ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი.

ილიაუნის სტუდენტები ალბომიდან წაიკითხავენ ლექსებს.

იდეის ავტორია სალომე სულაბერიძე; ალბომი გამოიცა „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ მხარდაჭერით (გიგა კობალაძე); დიზაინერი - მანანა არაბული; ფოტოგრაფი - მამუკა კიკალიშვილი (Kikala Studio); პარტნიორები ქალაქ თბილისის მერია, EUGS და კომპანია „სარაჯიშვილი“.

ავტორები მხოლოდ პრეზენტაციაზე დასაჩუქრდებიან ალბომებით.

დრო: 12 დეკემბერი, 18.00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები