ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ორგანიზაციული ანალიზისა და განვითარების HICD მეთოდის პრეზენტაცია

ღონისძიებები

5 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების პროექტის (HICD 2020) ფარგლებში. აუდიტორიას წამყვანი ბიზნესკონსულტანტები გაუზიარებენ ორგანიზაციული ანალიზისა და განვითარების HICD მეთოდს.

პროექტი USAID/HICD 2020 ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარებას და დაინტერესებულ სტუდენტებს სხვადასხვა პროექტში ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს.

დრო: 5 დეკემბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები