ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ორგანიზაცია LIBRA-ს პრეზენტაცია

ღონისძიებები

1 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101-ე აუდიტორიაში გაიმართება ორგანიზაცია LIBRA-ს პრეზენტაცია ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

პრეზენტაცია შეეხება სტუდენტებისათვის საინტერესო საკითხებს, როგორებიცაა:

•    საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები: ქვეყნები და პროგრამები;
•    სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში;
•    აბერისტვიტისა და საუსჰემფტონის უნივერსიტეტების პრეზენტაცია;
•    საზაფხულო პროგრამები;
•    სტიპენდიები და სხვა.

ბანერები