ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ონლაინშეხვედრა თემაზე: „ტოლერანტობის არსი და რელიგიური უმცირესობები

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება საგრანტო პროექტის „ერთად თანასწორობისთვის“ ფარგლებში წამოწყებულ კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“. საგრანტო პროექტის მიზანია მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში.

10 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ჩაატარებს ონლაინშეხვედრას თემაზე: „ტოლერანტობის არსი და რელიგიური უმცირესობები“.
მოწვეული სტუმარი იქნება რუსუდან გოცირიძე - საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი.
ღონისძიების მიზანია, დამსწრე საზოგადოება გაეცნოს საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების, კერძოდ, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის შესახებ ინფორმაციას, საზოგადოების დამოკიდებულებას მათ მიმართ, მონაწილეები ასევე იმსჯელებენ რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და აუცილებელ ნაბიჯებზე.

შეხვედრას შეგიძლიათ დაესწროთ ონლაინრეჟიმში მოცემული ბმულის მეშვეობით:
https://us02web.zoom.us/j/87203632117

ღონისძიება ტარდება „მე ვირჩევ თანასწორობას”კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

ბანერები