ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ონლაინშეხვედრა თემაზე: „საქართველოში მცხოვრები მცირე ეთნიკური ჯგუფები - უდები, ასურელები “

ღონისძიებები

16 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ჩაატარებს ონლაინშეხვედრას თემაზე: „საქართველოში მცხოვრები მცირე ეთნიკური ჯგუფები - უდები, ასურელები “.

მოწვეული სტუმრები იქნებიან ბექა ნეშუმაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციია „უდის“ ხელმძღვანელი და ეკატერინე ბიტკაში - საქართველოს ასურელ ახალგაზრდათა ასოციაცია ,,ნინევიას" თავმჯდომარე.
ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოება გაეცნოს საქართველოში მცხოვრებ მცირე ეთნიკურ ჯგუფებს, კერძოდ, უდებსა და ასურელებს, მათი საქართველოში განსახლების ისტორიას, ენას, ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს, მცირე ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზებს.
შეხვედრას შეგიძლიათ დაესწროთ ონლაინრეჟიმში მოცემული ბმულის მეშვეობით:
https://us02web.zoom.us/j/81058512426

ღონისძიება ტარდება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით

ბანერები