ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ოლივიე დუვილისა და კატრინ სალადენის საჯარო ლექციები

ღონისძიებები

10 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში დენი დიდროსა და ილიას უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება ოლივიე დუვილისა და კატრინ სალადენის საჯარო ლექციები.

ოლივიე დუვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „პარანოია“.

მომხსენებლის შესახებ

ოლივიე დუვილი არის ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ს უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.

კატრინ სალადენი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ფრანსუაზ დოლტო-სხეულის არაცნობიერი ხატი“.

მომხსენებლის შესახებ

კატრინ სალადენი არის ფსიქოანალიტიკოსი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), რამდენიმე წიგნისა და სტატიის ავტორი, ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში, ასოციაცია „მწვანე სახლის თანადამფუძნებელი (თბილისი 2006 წ.)

დრო: 10 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო ენა: ფრანგული (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული ქართული თარგმანი)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები