ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ოლივიე დუვილის საჯარო ლექციები თემაზე ნარცისიზმი

ღონისძიებები

7 და 8 მაისს ერასმუსს+-ის , დიდროს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ილიაუნიში ოლივიე დუვილის საჯარო ლექციები გაიმართება თემაზე ნარცისიზმი.

ოლივიე დუვილი არის ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ს უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.

დრო: 7 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

დრო: 8 მაისი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო ენა: ფრანგული (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

ბანერები