ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ოლივიე დუვილის ლექციები

ღონისძიებები

11 და 12 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, პროფესორი ოლივიე დუვილი გამართავს საჯარო ლექციებს ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის კონცეპტებზე.

11 ივნისი, 11:00 საათი

დევნილობის კლინიკა დღეს ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის ჭრილში

12 ივნისი,17:00 საათი

ჯადოქრობისა და მაგიის საკითხი დღეს და გუშინ ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის ჭრილში

მომხსენებლის შესახებ

ოლივიე დუვილი, ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, პარიზის ნანტერისა და დენის დიდროს უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრია, ასევე ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი და საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი; 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორია.

სამუშაო ენა: ფრანგული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები