ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ოკუპაცია საბრძოლო მოვლენებს მიღმა

ღონისძიებები

25 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება დისკუსია, რომლის მიზანი საბჭოთა ოკუპაციის განსხვავებული პერსპექტივით გააზრებაა. 95 წლის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად შეიცნო და გაითავისა ეს ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ოკუპაციის შესახებ არსებული დისკუსია, ძირითადად, სამხედრო მოქმედებების განხილვასა და თებერვლის ტრაგიკულ ამბებს ეხება. ყურადღების მიღმა რჩება „არასაბრძოლო“, მშვიდობიანი ოკუპაციის მოვლენები, მათი შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის კვლევითი ჯგუფი (პროფ. ნინო დობორჯგინიძე, თამარ კალხიტაშვილი, რატი გუმაშვილი) წარმოადგენს საბრძოლო და მშვიდობიანი ოკუპაციის ნაკლებად ცნობილ მასალას, რომელიც მათ მიერ მომზადებულ პროსოფოგრაფიულ ბაზაშია (http://prosopography.iliauni.edu.ge/) დოკუმენტირებული. დისკუსიის სტუმარი, მიხეილ მინდაძე, ისაუბრებს თავისი ოჯახის (ჯუღელების) რეპრესიის ისტორიაზე, რომელიც სწორედ იმ ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, რაც ოკუპაციის შემდეგ დამკვიდრდა საქართველოში.

დისკუსიის მოდერატორია ელენე კეკელია.

დრო: 25 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები