ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ოფისტური თეგეტა მოტორსში

ღონისძიებები

კომპანია თეგეტა მოტორსი დეკემბერში უმასპინძლებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ოფისტურზე.

ტურის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს კომპანიის მოღვაწეობის სფერო, მუშაობის სპეციფიკა. მიაწოდოს მათ ინფორმაცია კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებზე. 

ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კომპანიის მენეჯმენტის წევრებს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვან.

ოფისტური დააინტერესებს ბაკალავრიატის ნებისმიერი მიართულების მეორე და მესამეკურსელ სტუდენტებს.

ტურზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

ოფისტურის თარიღისა და დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ დარეგისტრირებული სტუდენტები დეკემბრის დასაწყისში.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების ოფისს.


 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები.

F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5

ტელ.:(+995 32) 22 00 09 (399); (+995 57) 65 05 46

E-mail: uni-jobs@iliauni.edu.ge 

ბანერები