ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ოჯახური ძალადობის თემაზე შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

1-ლ დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა  და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანიის ფარგლებში, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, სამუშაო ჯგუფის წევრები -  სსიპ პოლიციის აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს განყოფილების უფროსი ნოდარ სააკაშვილი; „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე და განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, ფსიქოლოგი ბაია ხვადაგიანი - ილიაუნის სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას.

შეხვედრის დრო: 1-ლი დეკემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სოციალური კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

ბანერები