ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნუცა მახვილაძის სახელობის დებატების რესპუბლიკური ტურნირი

ღონისძიებები

5-15 მაისს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდებატის, ნუცა მახვილაძის, სახელობის დებატების რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდება. 

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი, ხოლო პარტნიორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის მწვანე სკოლა. 
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის დებატების კლუბების IX-XII კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოდან. 

დებატების თემა: ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევა გამართლებულია. 

აქტივობების განრიგი
მსაჯთა კორპუსის შეხვედრა, ორგანიზაციის წლიური ანგარიშის წარდგენა
დრო: 5 მაისი, 20:00-21:00 საათი 
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) 

გუნდების რეგისტაცია, 3 შესარჩევი რაუნდი 
დრო: 6 მაისი, 11:00-18:00 საათი (გათვალისწინებულია ყავის შესვენება) 
ადგილმდებარეობა: თბილისის მწვანე სკოლა (დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი) 

გუნდების რეგისტრაცია, 3 შესარჩევი რაუნდი 
დრო: 7 მაისი, 11:00-18:00 საათი (გათვალისწინებულია ყავის შესვენება) 
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) 

შემეცნებით-გასართობი პროგრამა პროექტის მონაწილეებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან
დრო: 11 მაისი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტუმრო ყაზბეგში 

პროექტის ფინალი
დრო: 15 მაისი
ადგილმდებარეობა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (დიმიტრი უზნაძის ქ. #52) 

პროექტის ყველა წარმატებული მონაწილე და მოდებატე დაჯილდოვდება პრიზებით.

ბანერები