ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნოდარ ნათაძის საჯარო ლექცია ილიაუნიში

ღონისძიებები

13 ნოემბერს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდება ნოდარ ნათაძის საჯარო ლექცია – „ფილოსოფიური ტექსტის თარგმანის ტრადიციის შესახებ“.

ნოდარ ნათაძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად რენესანსისა და „ვეფხისტყაოსნის“ საკითხებს უკავშირდება, თუმცა იგი იკვლევს ეთიკის, პოლიტიკის, ზნეობის, კულტურის, ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საკითხებსაც.

ნოდარ ნათაძეს ეკუთვნის შემდეგი თარგმანები: გ. ვ. ფ. ჰეგელი, „გონის ფილოსოფია“ (თბილისი, მეცნიერება, 1984); გ. ვ. ფ. ჰეგელი, „ლექციები ისტორიის ფილოსოფიაზე“ (თბილისი, მეცნიერება, 2001); ე. ჰუსერლი, „პარიზული მოხსენებები“ (თბილისი, Carpe diem, 2010); გ. მარგველაშვილი, „ფინალობის პრობლემა ნიკოლაი ჰარტმანისა და მარტინ ჰაიდეგერის ონტოლოგიებში“ (თბილისი, მეცნიერება, 1983).

ნათაძის თარგმანები გამოირჩევა დედნისეული აზრის ზუსტად, დაწვრილებით გადმოცემით, ფილოსოფიური ცნებებისათვის ზუსტი ქართული შესატყვისების მოძებნით და ამ შესატყვისების ქართულ ფილოსოფიურ ტრადიციასთან მისადაგებით.

ლექციაზე განხილული იქნება როგორც ფილოსოფიური ტექსტის თარგმანის ზოგადი საკითხები, ისე თარგმანის ქართული ტრადიცია და მომხსენებლის პირადი გამოცდილება.

დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო:
13 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები