ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნინო მახარაძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

28 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი ნინო მახარაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე- ”ბავშვის დასაძინებელი ”ნანა” საქართველოში”.

ილიაუნის პროექტი - „ახალი განმანათლებლობა“ - ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს.კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიეროაღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებსილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებასეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.

ლექციის ჩატარების დრო: 28 ნოემბერი, 16:00 საათი

ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. 32)

ბანერები