ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის საჯარო ლექცია „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები“

ღონისძიებები

11 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში გაიმართება კომპანიის „ნატახტარი“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები“.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.do/eUzMk 

მომხსენებლის შესახებ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი კომპანიის „ნატახტარი“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორია; იგი 2016 წლიდან არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი; წლების განმავლობაში ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი იყო საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) დირექტორთა საბჭოს წევრი. ამჟამად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მრჩეველთა საბჭოს წევრია. ფლობს ALBA Graduate Business School-ის მაგისტრის ხარისხს.

დრო: 11 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

ბანერები