ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნიდერლანდების სასტიპენდიო პროგრამები (NFP)

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, რომელსაც აფინანსებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო. ასევე პროგრამა სთავაზობს საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელებს გაცვლით პროგრამას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

პროგრამების მართვა და ადმინისტრირება ხდება ნიდერლანდების საერთაშორისო თანამშრომლობისა და უმაღლესი განათლების ორგანიზაციის „ნუფიკის“ მიერ. ნუფიკი ასევე ხელმძღვანელობს სასტიპენდიო განაცხადებების შერჩევის პროცესს.

NFP  გთავაზობთ სტიპენდიებს შემდეგი პროგრამებისთვის:

  • მოკლევადიანი კურსები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სადოქტორო კვლევები
  • ჯგუფური ტრეინინგები

ნიდერლანდების სასტიპენდიო პროგრამების დეტალური ინფორმაციის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება 2012 წლის 24 ოქტომბერს 16.00 საათზე ილიას უნივერსიტეტის G 106 (ჩოლოყაშვილის 3/5).

ბანერები