ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნაზარბაევის უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნაზარბაევის უნივერსიტეტი გამართავს პრეზენტაციას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

ნაზარბაევის უნივერსიტეტი, ცენტრალური აზიის წამყვანი უნივერსიტეტი, დაარსდა 2010 წელს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ინიციატივით, როგორც დასავლური კვლევითი ინსტიტუტი, სადაც სწავლების ენა ინგლისურია. უნივერსიტეტი თანამშრომლობს აშშ-ის, ბრიტანეთისა და სინგაპურის წამყვან უნივერსიტეტებთან და სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან საგანმანათლებლო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით.

პრეზენტაციის დროს ნაზარბაევის უნივერსიტეტი წარადგენს საგანმანათლებლო და მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს, რომლებიც 100%-ით ფინანსდება.

ბანერები