ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების ფორუმი ილიაუნიში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გიწვევთ ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების ფორუმზე, რომელიც პირველ ნოემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, B201 აუდიტორიაში გაიმართება. 

ფორუმში მონაწილე 40-მდე დამსაქმებელი სხვა ვაკანსიებთან ერთად ნახევარგანაკვეთიანი გრაფიკის მქონე ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს წარმოადგენენ.

დასაქმების ფორუმი საინტერესო იქნება როგორც ვაკანსიების მაძიებელი დაბალკურსელი სტუდენტებისთვის, ასევე მაღალკურსელი და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რადგან ფორუმზე წარმოდგენილი იქნება როგორც ნახევარგანაკვეთიანი, ასევე სრულგანაკვეთიანი ვაკანსიები. 

დასაქმების ფორუმში მონაწილე დამსაქმებლები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამედიცინო კორპორაცია „გეფა“
  • ჰოსპიტლების ქსელი „ევექსი“
  • პალიტრა მედიაჰოლდინგი
  • საქართველოს ფოსტა
  • მეიჯერელ საქართველო 
  • აჭარა ჯგუფი (Rooms Hotels, Stamba Hotel, Fabrika Hostel, Holiday Inn Tbilisi, Lolita)
  • ავტომობილების ტექნიკური შემოწმების ქსელი „გრინვეი საქართველო“
  • საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების კომპანია ვაისი / Weiss
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების კომპანია იუ.ჯი.თი / UGT
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების საერთაშორისო კომპანია Exactpro Systems Georgia
  • ტელემარკეტინგული კომპანია MG-Capital
  • ფინანსური და იურიდიული მომსახურებების კომპანია Be group
  • ფარმაცევტული კომპანია PSP 
  • HR აუთსორსის კომპანია „მაქეი“
  • ტურისტული კომპანია შემომყვანი ტურიზმის სფეროში „მიმინო კავკასიაში“
  • ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით (HSE) საკონსულტაციო კომპანია „გერგილი“
  • საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების კომპანია CMX Solutions
  • საკონსულტაციო კომპანია GHS Consulting
  • თიბისი დაზღვევა
  • პსპ დაზღვევა
  • სადაზღვევო კომპანია ალფა
  • სადაზღვევო კომპანია ალდაგი
  • საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
  • ევოლუშენ ჯორჯია
  • ფრანგული ფუნთუშეულისა და ტკბილეულის სახლი Ladurée Georgia
  • Wissol Group (wendy’s & Dunkin’ Donuts)
  • სწრაფი კვების ობიექტი KFC
  • სწრაფი კვების ობიექტი „უკვე“
  • ტორტების მწარმოებელი კომპანია „მადარტი“
  • ICR FOOD AND BEVERAGE (ტაბლა, პომიდორისიმო, ლაბორატორია)
  • სარემონტო მასალების მაღაზია „ზოდი“
  • მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“
  • მაღაზიათა ქსელი „ნიკორა ტრეიდი“
  • მაღაზიათა ქსელი Carrefour Georgia
  • მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“
  • ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ალტა“

დასაქმების ფორუმზე დასწრება თავისუფალია. 

 

დრო: 1-ლი ნოემბერი, 12:00-დან 15:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) 


შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები;

F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;

ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;

ელფოსტა: uni-jobs@iliauni.edu.ge

2019

ბანერები