ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნაუმ კლეიმანი ილიაუნის საპატიო დოქტორის წოდებას მიიღებს

ღონისძიებები

4 დეკემბერს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა ნაუმ კლეიმანთან, რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კინომცოდნესთან. ნაუმ კლეიმანს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ნაუმ კლეიმანი მოხსენებას წაიკითხავს საჯარო ლექციაზე: პუშკინი და კავკასია

ნაუმ კლეიმანის შესახებ

ნაუმ კლეიმანი არის კინომცოდნე, რუსული კინოს კრიტიკოსი, მოსკოვის სახელმწიფო ცენტრალური კინოს მუზეუმის დირექტორი. 1993 წელს ის იყო ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინო ფესტივალზე ჟიურის წევრი, ხოლო 1991 წელს  - ვენის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

ნაუმ კლეიმანის ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ.

დრო: 4 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

 

ბანერები