ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნატო ინგოროყვას საჯარო ლექცია

ღონისძიებები

4 ივნისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" გაიმართება შეხვედრა ნატო ინგოროყვასთან. ქალბატონი ნატო ინგოროყვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ "მასწავლებელისა" და ინტერნეტ-გამოცემა mastsavlebeli.ge-ს მთავარი რედაქტორი და ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელია. მოწვეული სტუმარი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ადამიანი "გლობალურ სოფელში" და მედიაგზავნილების სუპერმარკეტი", ანუ როგორ ვაქციოთ ინფორმაცია ცოდნად.

დრო: 4 ივნისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. № 32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები