ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნათია გოცაძის მასტერკლასი: „7 ნაბიჯი სურვილიდან შედეგამდე“

ღონისძიებები

6 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით ილიაუნის E207 აუდიტორიაში გაიმართება PR აკადემიის დირექტორის, ნათია გოცაძის მასტერკლასი „7 ნაბიჯი სურვილიდან შედეგამდე“.

მასტერკლასის თემა: როგორ მივაღწიოთ მიზანს.

საუბარი შეეხება მიზნის მიღწევის ტექნიკებსა და ბარიერებს, რომლებსაც ვაწყდებით ამ პროცესში.

 ასევე

  • როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად და რა განსხვავებაა ოცნებასა და მიზანს შორის;
  • როგორ შევიქმნათ და შევინარჩუნოთ მოტივაცია;
  • როგორ ჩამოვაყალიბოთ მიზანი ისე, რომ მისი მიღწევა შესაძლებელი გახდეს;
  • რა არის წარმატება და როგორ იქმნებიან წარმატებული ადამიანები.

ინფორმაცია სპიკერის შესახებ

ნათია გოცაძე არის PR აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, საჯარო მმართველობის დოქტორი. მას აქვს 15-წლიანი გამოცდილება კომუნიკაციების სფეროში, სერტიფიცირებული ბიზნესტრენერია    7-წლიანი გამოცდილებით; ნათია გოცაძის საავტორო პროგრამებია: არავერბალური კომუნიკაცია და ზეგავლენის ჟესტები, ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური კომუნიკაცია და სხვ. იგი არის ამერიკის პიარ ასოციაციის (PRSA) წევრი; 2015 წლიდან – PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის დამფუძნებელი, 2015 წლიდან – ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ავტორიზებული პროფესორი.

დრო: 6 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები