ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნათია ბახტაძის საჯარო ლექცია: „არქიტექტურის ინტეგრალური ხედვა“

ღონისძიებები

20 ივნისს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ ნათია ბახტაძესთან.

შეხვედრის თემა: არქიტექტურის ინტეგრალური ხედვა

თემის აღწერა: „არქიტექტურა არის სოციალური მანიფესტი. თუ გვინდა, რომ ვიცოდეთ,
რატომ არიან გარკვეული ფორმები ასე და არა ისე, საზოგადოებას უნდა შევხედოთ,
რადგან ჩვენი ნაგებობები და ქალაქები ჩვენი საზოგადოების ანარეკლია; ასეთი
ხედვით არქიტექტურის კრიტიკული კვლევა სინამდვილეში მიემართება სოციალურ
დამოკიდებულებათა კვლევისკენ, რომელსაც ისინი იწვევენ“ – ლუის ჰენრი სალივანი (1901 წ.)

 დრო: 20 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები