ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნასას კოსმოსური ინჟინრის, შონ ფულერის, საჯარო ლექცია

ღონისძიებები

13 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ნასას ინჟინერი შონ ფულერი წაიკითხავს საჯარო ლექციას.  

შონ ფულერს არაერთი ასტრონავტისათვის უსწავლებია კოსმოსური სვლა და დედამიწაზე დაბრუნებულებს ძალის აღდგენაში დახმარებია. ამჟამად იგი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე შენარჩუნებაზე მუშაობს და ადამიანის კოსმოსურ ფრენას ხელმძღვანელობს.

ლექციის მთავარი თემაა კოსმოსის კვლევა, როგორც გზა ინოვაციისა და მეწარმეობისკენ. მომხსენებელი შეეხება კოსმოსის კვლევის გავლენას ტექნოლოგიასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ასევე ისაუბრებს, თუ რატომ გადაწყვიტა, გამხდარიყო მფრინავი და კოსმოსური ინჟინერი. გაგიზიარებთ ნასაში უმაღლეს თანამდებობათა დასაკავებლად საჭირო უნარ-ჩვევებს.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 13 ივნისი, 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა: ბ 201 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძისგამზირი N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია. 

 

ბანერები