ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

NASA Space Apps Challenge 2020 ონლაინ რეჟიმში გაიმართება

ღონისძიებები

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, NASA-მ Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ NASA Space Apps Challenge 2020 ონლაინ რეჟიმში გაიმართება 2-4 ოქტომბერს.

NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni-ს პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მიერ.

ჰაკათონის პარტნიორია Edison Store ელექტრონული კომპონენტები, რომელიც ჰაკათონის 2 გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად გადასცემს Arduino-ს სრულ კომოპლექტაციას.
ჩვენი პარტნიორები არიან DataFest Tbilisi, Zoomout • ზუმაუთი და Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი

ვის შეუძლია მონაწილეობა?
ყველას, ვისაც აქვს იდეა, ცოდნა, უნარები და სწრაფვა!

რის შესახებ იქნება წლვანდელი გამოწვევები?
წელს გვაქვს 25 გამოწვევა 6 კატეგორიის მიმართულებით:

  • დაკვირვება
  • ინფორმირება
  • შენარჩუნება
  • შექმნა
  • დაპირისპირება
  • დაკავშირება

დეტალურად გამოწვევების შესახებ:

https://2020.spaceappschallenge.org/challenges

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად და არა ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს. მიუხედავად იმისა, ჯგუფი როდის შეიქმნება, Space Apps-ის დაწყებამდე მონაწილეებს არ აქვთ პროექტებზე მუშაობის დაწყების უფლება.

ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?
დიახ, ინგლისური სამუშაო ენაა. თუ თქვენი პროექტი გაიმარჯვებს, მას Global Awards–ზე წარადგენენ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/4sU87aFM5fRNzyqk9
და აქ: https://2020.spaceappschallenge.org/locations/tbilisi/

რეგისტრაცია სრულდება 30 სექტემბერს, 23:59 საათზე.

სპეციალური პრიზი ილიაუნის სტუდენტებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს იმ გუნდებისთვის, რომელსაც კონკურსის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შექმნიან.

500-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებს კონკურსში წარმატებული იმ გუნდის თითოეული წევრი, რომელიც სრულად ილიაუნის სტუდენტებისგან იქნება დაკომპლექტებული.
გისურვებთ წარმატებას!

ბანერები