ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნარატივდიზაინის კვირეული ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში

ღონისძიებები

27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ნარატივ დიზაინის კვირეულს უმასპინძლებს.

კვირეული ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, უნილაბისა და ანიმა ჩეტბოტიქსის მხარდაჭერით.  

კვირეულზე „უნილაბში“  4 ღია ლექცია/ვორკშოპი გაიმართება, რომლებსაც გამოცდილი ნარატივდიზაინერები წარუძღვებიან.

კვირეულის მიზანია ნარატივდიზაინის  შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისი საუკეთესო მხარეებისა და პერსპექტივების ჩვენება, სხვა პროფესიების ჭრილში განხილვა.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, დარგის წარმომადგენელთა დახმარებით სხვადასხვა კუთხიდან დაინახოს ნარატივდიზაინი და ჩეტბოტები, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები.

ნარატივდიზაინი, თანამედროვე სპეციალობა, თამაშების დეველოპმენტისა და ჩეტბოტების ინდუსტრიაში დამკვიდრდა.

ჩეტბოტი კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც სოციალური ქსელების ჩატში შენდება და ადამიანთან სხვადასხვა თემაზე შეუძლია კომუნიკაცია.

ჩეტბოტებს იყენებენ კომპანიები, ორგანიზაციები, ხელოვნების სფეროები. ნარატივდიზაინერები კი ჩეტბოტებს ქმნიან. ისინი არიან მწერლები, რომლებიც ციფრულ ასისტენტს საუბარს ასწავლიან, უზრუნველყოფენ, რომ ჩეტბოტმა გაიგოს მომხმარებლის მესიჯი და სწორი პასუხი დაუბრუნოს.

ვის შეუძლია კვირეულში მონაწილეობა?

ნარატივდიზაინის კვირეულზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

როგორ უნდა მივიღო კვირეულში მონაწილეობა?

კვირეულში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/G4QjRhy


კვირის განრიგი

27 მარტი, 19:00 საათი ნარატივდიზაინი და მასთან დაკავშირებული სფეროები

სპიკერი –  ნარატივდიზაინერი ნინი ჯინჯიხაძე

ნინი ჯინჯიხაძე ისაუბრებს თემაზე „ნარატივდიზაინი და მასთან დაკავშირებული სფეროები“.

სპიკერის შესახებ

ნინი ჯინჯიხაძე ნარატივდიზაინერია, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის Rule-Based და AI ჩეტბოტ პლატფორმების ფუნქციური ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება. იგი გუნდთან ერთად ქმნიდა ნიკო ნიკოლაძის ციფრულ ასლს, ჩართული იყო ილიაუნის ინგლისურენოვან ციფრულ ასისტენტზე მუშაობაში.

ამავე პროფესიით მუშაობდა პროექტზე Internity. აქვს მენტორობის  გამოცდილება  ნარატივდიზაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ვორკშოპებსა თუ ჰაკათონებზე. ამჟამად კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივდიზაინის სასწავლო კურსის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


28 მარტი, 19:00 საათი  კავშირი ეტბოტებსა და ჩვენს მენტალურ მდგომარეობას შორის

სპიკერი  ნარატივდიზაინერი ქეთია ბელქანია

შეხვედრაზე განხილული იქნება ჩეტბოტების მზარდი ტენდენციის გავლენა ადამიანების ფსიქიკაზე, კერძოდ, როგორ მოქმედებს ამგვარი ციფრული რეალობის გააქტიურება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე, რა შფოთვებსა თუ შიშებთანაა დაკავშირებული და როგორ იყენებს კომპანიები/ბრენდები ამ სწორ მარკეტინგულ კომუნიკაციას.

სპიკერის შესახებ

ქეთია ბელქანია, ჟურნალისტი, რედაქტორი და ნარატივდიზაინერი, ამჟამად marketer.ge-ის ჟურნალისტი და უმცროსი რედაქტორია.

შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


29 მარტი, 19:00 საათი ვინ არის  ეფემია? ჩეტბოტები ლიტერატურული საგანძურის სადარაჯოზე

სპიკერები:  ნარატივდიზაინერი მაიკო ბერიძე და ფილოლოგი ნინო თაკალანძე

ნინო თაკალანძე და მაიკო ბერიძე  ისაუბრებენ ჩეტბოტების მნიშვნელობაზე და აუდიტორიას თავიანთ შექმნილ ჩეტბოტ ეფემიას წარუდგენენ.

სპიკერების შესახებ

მაიკო ბერიძე ილიაუნის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი და უნილაბის პროფესიული აქსელერაციის კურსდამთავრებულია ნარატივ- და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებით.

ნინო თაკალანძე ფილოლოგია. მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში ოჯახის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან. უნილაბის პროფესიული აქსელერაციის კურსდამთავრებულია ნარატივდიზაინის მიმართულებით.

შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


1 აპრილი, 18:00 საათი ჩეტბოტები ახალი სიტყვა ბრენდის პერსონალობაში

სპიკერი  მარიამ გოჩიაშვილი

მარიამ გოჩიაშვილი ისაუბრებს ჩეტბოტებისა და ბრენდების ურთიერთობაზე, ჩეტბოტის, როგორც მარკეტინგული ხელსაწყოს, გამოყენებასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

სპიკერის შესახებ

მარიამ გოჩიაშვილი ნარატივდიზაინერი, ქოფირაითერი და ჟურნალისტია.  „უნილაბში“ ნარატივდიზაინის მიმართულებას ხელმძღვანელობს, იმავეს აკეთებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც.

მარიამი ინტერნეტჟურნალ marketer.ge-ს ჟურნალისტია.

შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

2023 წელი

ბანერები