ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ნაიგრიში“ ქართულ პოლიტიკაში – ცოტა რამ მიტინგების დრამატურგიაზე

ღონისძიებები

24 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მწერალ და რეჟისორ გურამ მაცხონაშვილთან შეხვედრაზე. გურამ მაცხონაშვილის სადებიუტო რომანი „გლდანი [შეუძლებელი რომანი]“ 2017 წელს გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა.

ქართულ პოლიტიკურ სცენას არაერთი მძაფრი გამოსვლა, ნოყიერი ტექსტი და დასამახსოვრებელი პერსონაჟი ახსოვს. მათან ზოგი დამაჯერებელი, ზოგიც – ნაკლებად. პერსონაჟები იცვლიდნენ ადგილს, გადაჯგუფდებოდნენ, ტოვებდნენ, უბრუნდებოდნენ და ღალატობდნენ.

1990-იანი წლების სამამულო პოლიტიკა, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში იწარმოებოდა. მიკროფონები და რუპორები ისროდნენ ხმამაღალ სიტყვებს, ბადებდნენ ვნებას. ბადებდნენ და გადასცემდენ. და დაფრინავდნენ ეს სიტყვები ჰაერში ტყვიების გვერდით, სერავდნენ რუსთაველის პროსპექტის ცას. მიტინგზე ნათქვამი სიტყვა ჩვენს სინამდვილეში ჩამოყალიბდა როგორც მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი გვარი. ერთი ეგ იყო, ეს თეატრალიზებული სანახაობები სულ უფრო იმეორებდნენ წინას და თავისთავს, მისი ხაზი გამრუდდა და, ბერძნული დრამისგან განსხვავებით, არასდროს სწყალობდა ესთეტიკას, ბოლომდე საკულტო სანახაობად დარჩა. დღემდე უცვლელია სცენა – პარლამენტის შენობა, თბილისის „დიონისეს თეატრი“.

დრო: 24 მაისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები