ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნაფიც მსაჯულთა შერჩევა სამართლის სკოლის პირველი და მეორე კურსელებისგან

ამერიკის იურისტთა ასოციაცია ატარებს იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს ადვოკატებისათვის  თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს, 10:00 საათზე. იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მონაწილეობას მიიღებს მოქმედი ადვოკატები და მოსამართლეები.

აღნიშნულ პროცესზე, ნაფიც  მსაჯულებად  მონაწილეობის მიღება ასევე  შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს. 

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულად მონაწილეობა მოიცავს - დაესწრონ სასამართლო პროცესს როგორც ნაფიც მსაჯულები და მიმდინარე საქმეზე გამოიტანონ შესაბამისი ვერდიქტი.

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია სამართლის სკოლის დეკანატში ა 402 ოთახში.  მსურველთა რაოდენობა შეზღუდულია და რეგისტრაცია იწარმოებს 20 ივნისს 14 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 222 16 37, ან 577 553391.

საკონტაქტო პირი სოფიო შუბლაძე.

ბანერები