ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და კონფლიქტი გამოხატვის თავისუფლებასა და სამართლიანი პროცესის პრინციპებს შორის: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში არსებული პრაქტიკა

ღონისძიებები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. მედიაში ხშირად ხვდება ნაფიც მსაჯულთა განხილვები. ტელევიზიები, გაზეთები, ბლოგები მეტ დროს უთმობენ ნაფიც მსაჯულთა განსახილველი საქმის დეტალებს და აქვეყნებენ გამოძიების დროს აღმოჩენილ სხვადასხვა მტკიცებულებას. ამგვარი გაშუქება ბრალდებულის უფლებების დარღვევის საფრთხეს ქმნის, რადგან ძნელდება მიუკერძოებელი მსაჯულების შერჩევა პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს მეტი, თუმცა საქმის მასალების დეტალური გაშუქება ხშირად ქმნის წინასწარ განწყობასა და დამოკიდებულებას ბრალდებულის მიმართ, გავლენას ახდენს მსაჯულებზე.

რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული მრგვალი მაგიდა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს შესაძლებლობას მისცემს, იმსჯელონ აღნიშნულ პრობლემაზე, გამოიკვლიონ როგორც არსებული რეგულაციები, ისე – პრაქტიკა და შეაფასონ უფლებებს შორის არსებული კონფლიქტის გადაჭრის გზები.

ღონისძიება ჩატარდება ორ ნაწილად და მასში მონაწილეობას მიიღებენ იურისტები, ჟურნალისტები, პროკურატურისა და ადვოკატურის წარმომადგენლები.

პირველ პანელზე განვიხილავთ წინასასამართლო გაშუქების თავისებურებებს ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში (აშშ, კანადა).
მონაწილეები:

  • მაიკ გრანტი – აშშ საელჩოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში
  • ნიკოლაი კოვალევი – ვილფრედ ლორეალის უნივერსიტეტის პროფესორი (კანადა)
  • დეივ ბლოსი – ჟურნალისტი, OCCRP

მეორე პანელი დაეთმობა საქართველოს გამოცდილების შეფასებას. განვიხილავთ მაგდა პაპიძისა და მალხაზ კობაურის საქმეებს.
მონაწილეები:

  • გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • დავით კლდიაშვილი – ეთიკის ქარტიის წარმომადგენელი
  • ნინო აღლემაშვილი – საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

ღონისძიება ორგანიზებულია კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დრო: 24 აპრილი, 10:00-14:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები