ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

NAEC-ის საინფორმაციო შეხვედრა მაგისტრობის კანდიდატებთან

ღონისძიებები

24 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრობის მსურველთათვის  საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა სამ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი დაეთმობათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საერთო სამაგისტრო გამოცდების ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც დეტალურად ისაუბრებენ საგამოცდო ტესტის ფორმატსა და თითოეული ბლოკის დავალებებზე. შემდეგ გაიმართება NAEC-ის ახალი პროექტის ''CERTUS''” პრეზენტაცია. შეხვედრის ბოლოს კი სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ,  მათთვის საინტერესო თემებზე დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხი კომპეტენტური პირებისაგან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი ''CERTUS''

საინფორმაციო შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა პროექტის ''CERTUS'' პრეზენტაციას. პროექტი კანდიდატთა შერჩევისა თუ კომპეტენციების დადასტურების სრული, კომპლექსური და მეთოდოლოგიურად გამართული სერვისის დანერგვას და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას ითვალისწინებს.

სტუდენტებს, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელება სურთ, "Certus-ის" სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/QmkQge

დრო: 24 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

pr@iliauni.edu.ge
☏ 032 2 22 00 09 (352)

ბანერები