ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მხატვრული ფილმის „სქესის ნიშნით“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

8 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გამართავს მხატვრული ფილმის „სქესის ნიშნით“ ჩვენებას და დისკუსიას.

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებლები –  მარიამ ორჟონია და ნინო ჩიხლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები

ბიოგრაფიული დრამა „სქესის ნიშნით“ მოგვითხრობს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, რუთ ბეიდარ გინსბურგის რთული და წინააღმდეგობებით სავსე კარიერის დასაწყისზე. ის ახერხებს იზრუნოს სიმსივნით დაავადებულ ქმარზე, მის ნაცვლად იაროს ლექციებზე, გაზარდოს მცირეწლოვანი შვილი და  კოლუმბიის უნივერსიტეტი ყველაზე მაღალი რეიტინგით დაასრულოს, მაგრამ ვერ ახერხებს იურიდიულ ფირმაში მუშაობის დაწყებას. მიზეზი მარტივია ქალი იურისტი არ სჭირდებათ. თუმცა ის არ ნებდება, იბრძვის გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობისთვის, პოულობს თანამოაზრეებს და, რაც მთავარია, პოულობს საკუთარ ხმას, როგორც იურისტი.


დრო: 8 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.  

ბანერები