ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მწერალი და კინორეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი სტუმრად ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ შეხვედრაზე ნანა ექვთიმიშვილთან, რომელიც დამსწრე აუდიტორიას თავის პირველ რომანს, „მსხლების მინდორს“ წარუდგენს.
მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი, ნანა ექვთიმიშვილი, 1978 წელს დაიბადა თბილისში. მისი მოთხრობები პირველად გამოქვეყნდა 1999 წელს ჟურნალ „არილში“. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი. 2013 წელს მისი ქართული მხატვრული ფილმი - „გრძელი ნათელი დღეები“ მრავალი ქვეყნის კინოეკრანზე გამოვიდა და მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.

დრო: 10 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.
 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები