ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„მწერალი და ბედისწერა“– გაგა ნახუცრიშვილის საჯარო ლექცია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე

ღონისძიებები

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაგა ნახუცრიშვილი წაიკითხავს ლექციას ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ისაუბრებს, როგორ დაიწერა „პატარა პრინცი“ და „ადამიანთა მიწა“, დაუსრულებელი რომანი „ციტადელი“ და სხვ.

ამ შეხვედრით დაიწყება ლექციების ციკლი, რომელიც გაგრძელდება საუბრებით კლასიკოსი მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. განხილული იქნება ქართველ და უცხოელ მწერალთა ცხოვრებისა და წერის სტილი. მათი შემოქმედება და ცხოვრება ხომ ხშირად საბედისწეროდ ჰგავდა ერთმანეთს. ხანდახან კი, პირიქით, სრულიად განსხვავებული იყო. არც ავტორები ჰგავდნენ ერთმანეთს – ზოგი „კაბინეტის“ მწერალი იყო, ზოგიც საკუთარ ცხოვრებას გვაზიარებდა. რით ჰგავდნენ ერთმანეთს და რითი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ავტორები და მათი შემოქმედება? რა განაპირობებდა ამას – დრო, გარემო თუ მათი ინდივიდუალიზმი? რატომ იქმნებოდა კატაკლიზმების დროს დიდი ხელოვნება? რითი განსხვავდებოდნენ ავტორები სხვა ადამიანებისგან, რა იყო მათში ასეთი განსაკუთრებული, რაც ახლაც ასე გვიზიდავს?

შეხვედრების ბოლოს გაიმართება თემის განხილვა.

დრო: 8 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები