ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მწერალ მიხეილ იოჰანის შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

3 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება ქართველი დებიუტანტი მწერლის, მიხეილ იოჰანის შეხვედრა სტუდენტებთან. 

მიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანი „მიბრუნება“ მოგვითხრობს ახალგაზრდა და-ძმის ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ, რომელშიც დაუგეგმავად და ხელოვნური ძალების ჩარევით იჭრება ისტორიული მომენტი, წესით ბევრ შეკითხვას რომ უნდა გასცეს პასუხი. თუმცა როგორ შეიძლება იგრძნოს ოჯახმა ან, ზოგადად, მთელმა საზოგადოებამ ისტორიული მომენტი მაშინ, როცა მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობს?!

შეხვედრის მოდერატორი იქნებე ილიაუნის მოწვეული ლექტორი, დოქტორანტი დავით ცარელაშვილი.


დრო: 3 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები