ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია: მხოლოდ საბავშვო წიგნები

ღონისძიებები

10 ივნისს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, მწერალი და მთარგმნელი, ანა კორძაია-სამადაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მხოლოდ საბავშვო წიგნები“.

ლექციის თემაა საბავშვო ლიტერატურა. ყველა გვაშინებს, ვისაც არ ეზარება: მშობლები, მედია, ბუნება, სახელმწიფო... მკითხველი ლიტერატურაში ეძებს თავშესაფარს, წიგნებში, სადაც ბოროტი ბოროტია და კეთილი - კეთილი და, საბოლოოდ, აუცილებლად კეთილი იმარჯვებს.

მომხსენებლის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მწერალი და მთარგმნელი, ანა კორძაია-სამადაშვილი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტოში „IBA“, გაზეთში „24 საათი“ და ჟურნალში „ცხელი შოკოლადი“; ასევე, იყო რედაქტორი გამომცემლობებისა „BBT“ და „სომაპრეს“. იგი რამდენიმე წიგნის ავტორია. ქართულად თარგმნა ელფრიდე იელინეკის, რაინალდ გეცის და სხვათა ნაწარმოებები. მიღებული აქვს რამდენიმე პრემია.

დრო: 10 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები