ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მუსიკოს ბარიშ ეიშანი კონცერტი ილიაუნის თეატრში

ღონისძიებები

24 მარტს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე კონცერტს გამართავს ფრანგი მუსიკოსი სტრასბურგიდან ბარიშ ეიშანი.

ბარიშ ეიშანი პოპულარიზაციას უწევს ხმელთაშუა ზღვის აუზის ტრადიციულ მუსიკას და უკრავს ანატოლიურ მუსიკალურ ინსტრუმენტზე - ჯურა. სექტემბრის თვიდან ის მოგზაურობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სტუმრობს სკოლებსა და უნივერსიტეტებს, ატარებს კონცერტებს და არა მხოლოდ ეცნობა ადგილობრივ კულტურას, ფოლკლორს, არამედ სწავლობს კიდეც მათ მუსიკას. შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე ის წარდგება არა მხოლოდ მშობლიური ფრანგული მუსიკით, არამედ ებრაული (იდიშზე, ივრითზე და ლადინოს ენაზე), ბერძნული, თურქული, აზერბაიჯანული, სომხური და ქართული სიმღერებითაც შესაბამის ენებზე.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდიც.

დრო: 24 მარტი, 17.00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები